Monday, February 9, 2015

მერკური

მერკური — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა. ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის. მისი ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება (დედამიწის დღე). როდესაც ორჯერ დაასრულებს ორბიტალურ პერიოდს, მერკური ღერძის გარშემო ორჯერ შემობრუნდება. პლანეტას რომაული ღმერთის - მერკურისსახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.
მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო. რადგანაც მერკურის თითქმის არ აქვს ატმოსფერო, რომ სითბო შეინარჩუნოს, მისი ზედაპირი ექსტრემალურ ტემპერატურულ ცვლილებებს იტანს - ღამით -173.15 °C და დღისით 426.85 °C. მერკურის ღერძი ყველა პლანეტის ღერძზე დახრილია, მაგრამ მისი ორბიტალური ექსცენტრისიტეტი უდიდესია. პლანეტაზე სეზონის ცვალებადობა უფრო დამოკიდებულია მისი მზიდან დაშორებაზე, ვიდრე პლანეტის ღერძის დახრილობაზე, რომელიც დედამიწაზე და სხვა პლანეტებზე სეზონის ცვალებადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. როდესაც მერკური პერიჰელიუმში იმყოფება, ის მზისგან 2-ჯერ მეტ სითბოს იღებს, ვიდრეაფელიუმში ყოფნისას. რადგანაც პლანეტის სეზონები დამოკიდებულია ორბიტალურ ექსცენტისიტეტზე და არა ღერძული დახრილობაზე, სეზონები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან არც ერთ ნახევარსფეროზე, ანუ პლანეტის ყველა წერტილში ერთი სეზონია.
მერკური და ვენერა დედამიწის ცაზე შესაძლებელია გამოჩნდნენ, როგორც დილის, ასევ საღამოს ვარსკვლავი (რადგან ისინი უფრო ახლოს არიან მზესთან, ვიდრე დედამიწა), თუმცა, ცაზე მერკურის მზესთან მიახლოება მის დანახვას უფრო რთულს ხდის, ვიდრე ვენერასია.

No comments:

Post a Comment