პლანეტის პარამეტრები[რედაქტირება]
იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის,მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგმარსი იუპიტერზე უფრე მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან, ვიდრე მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედე.
იუპიტერზე ავტომატური ხელოვნური თანამგზავრების მისიები დაიწყეს 1973 წლის 3 დეკემბრიდან.
დასახელება. დრო. უახლოესი მანძილი იუპიტერთან.
- Pioneer 10, 3 დეკემბერი 1973, 130,000 კმ
- Pioneer 11, 4 დეკემბერი 1974, 34,000 კმ
- Voyager 1, 5 მარტი 1979, 349,000 კმ
- Voyager 2, 9 ივლისი 1979, 570,000 კმ
- Ulysses, თებერვალი 1992, 409,000 კმ
- Ulysses 2, თებერვალი 2004, 240,000,000 კმ
- Cassini, 30 დეკემბერი 2000, 10,000,000 კმ
- New Horizons, 28 თებერვალი 2007, 2,304,535 კმ
შინაგანი სტრუქტურა[რედაქტირება]
იუპიტერი ძირითადად შედგება წყალბადისაგან და ჰელიუმისაგან და შემადგენლობით ახლოსაა მზესთან. ღრუბლების ქვეშ განლაგებულია 7–25 ათასი კილომეტრის სისქის ფენა, სადაც წნევისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად (6000°С–მდე) წყალბადი აიროვანი მდგომარეობიდან გადადის თხევადში, თუმცა მკვეთრი ზღვარი აირად და თხევად მდგომარეობათა შორის არ არსებობს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება ჰელიუმზე ბევრად მძიმე ელემენტებისაგან. მისი დიამეტრის ზომაა 15–30 ათასი კილომეტრი და გააჩნია მაღალი სიმკვრივე. თეორიული გამოთვლების შედეგად დადგენილია, რომ ბირთვის ტემპერატურა – 36 000°С რიგისაა, ხოლო წნევა – 30–100 მილიონ ატმოსფეროს უდრის.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ იუპიტერი უფრო მეტ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე შთანთქავს, რაც ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს პლანეტის ბირთვში მიმდინარე ბირთვულ რეაქციებთან.
ატმოსფერო[რედაქტირება]
იუპიტერის ატმოსფეროს ძირითადი შემადგენელი ელემენტებია: წყალბადი (81% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 75% – მასის მიხედვით) და ჰელიუმი (18% – ატომთა რიცხვის მიხედვით, 24% – მასის მიხედვით). აგრეთვე ატმოსფეროს შემადგენლობაშია მეთანი, ამიაკი და წყლის ორთქლი. ატმოსფეროს გარე ფენები შეიცავენ გაყინული ამიაკის კრისტალებს.
პლანეტის მოწითალო ფერს განაპირობებს ფოსფორის, გოგირდის დანახშირბადის არსებობა. ღრუბელთა გარე ფენების ტემპერატურა დაახლოებით −130°С–ია, თუმცა სიღრმეში სწრაფად იზრდება. აპარატ „გალილეოს“ მონაცემებით, 130 კმ სიღრმეზე ტემპერატურა +150°С–ს უახლოვდება, წნევა კი — 24 ატმოსფეროს.
No comments:
Post a Comment