Monday, February 9, 2015

დედამიწა

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდიქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწისსფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგებიქანებისმთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტებისშესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:
  • პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
  • მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
  • მესამე დღეს - ოკეანეებიზღვებიწყაროები,მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
  • მეოთხე დღეს - მზემთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
  • მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
  • მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
  • მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

დედამიწის ასაკი და გეოქრონოლოგია

დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკისმიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგია ანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებადერებადპერიოდებად დაეპოქებად ყოფენ:

 

 

   

დედამიწის ზომები

  • ეკვატორული რადიუსი: 6 378,1კმ
  • პოლარული რადიუსი: 6 356.8 კმ
  • საშუალო რადიუსი: 6 371 კმ
  • ეკვატორის სიგრძე: 40 075,02 კმ
  • მერიდიანის სიგრძე: 40 007,86 კმ
  • დედამიწის ზედაპირი: 510,072 მლნ კმsup>2
  • მსოფლიო ოკეანის ზედაპირი: 361,132 მლნ კმsup>2 (70,8 %)
  • ხმელეთის ზედაპირი: 148,94 მლნ კმsup>2 (29 %)
  • დედამიწის მოცულობა: 1,0832073 x 10 12 კმ3
  • დედამიწის მასა: 5,9736 x 10 24, რომელთაგან 7% წყალზე მოდის
  • დედამიწის საშუალო სიმკვრივე: 5.515 გ/სმ3
  • ჰაერის ტემპერატურა მინიმალური: -89 °C ( 184 °K ) პოლუსებზე, მაქსიმალური 57,7 °C ( 331 °K ) ეკვატორზე.
  • ჰაერის შემადგენლობა: 78.08% აზოტი, 20.95% ჟანგბადი, 0.93% არგონი, 0.038% ნახშირორჟანგი.
  • აფელიუმი: 152 097 701 კმ, 1.0167103335 ა.ე.
  • პერიფელიუმი: 147 098 074 კმ, 0.9832898912 ა.ე.
  • ექსცენტრისიტეტი: 0.016710219
  • ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 29783 მ/წმ

No comments:

Post a Comment